13:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 18:16:01, 750 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა  ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე უძღვებოდა.

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი დაირგო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ შესრულებული,  იაპონურ თემატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

დამთვალიერებლებს ასევე ჰქონდათ  სუშის მომზადების მასტერკლასზე და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics