09:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 17:30:13, 1485 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი - საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული

საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური იქამდე, სანამ კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული იარაღის განლაგება მფლობელი სახელმწიფოების გარეთ, განსაკუთრებით ევროპაში. ამ მხრივ ყველამ უნდა გაიხსენოს თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს. გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხის პატივისცემით და რუსული ჟესტით. უსაფრთხოების ამ ევროპულ არქიტექტურას, მომავალში უსაფრთხოების სტაბილური ორგანიზაცია სჭირდება. ევროპის ქვეყნების ოკუპირების შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. ახლა ეს უკრაინის შემთხვევაა. ჩვენ ვერ გვექნება უსაფრთხო და სტაბილური ევროპა, ვიდრე ჩვენს კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. 

დეკლარაციის მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ  რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics