|
2023-04-05 16:33:04, 1405 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 2025 წლისთვის აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 1 მილიარდ ლარამდე გაზრდას ვგეგმავთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა - ,,კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება, რაზეც მთის კურორტების სააგენტოსთან მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ღომას მთაზე და გულების ციხეზე". აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის 1 მილიარდამდე გაზრდა. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს. „ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც მოწმობს, რომ ქვეყანა, რეგიონი ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენ რეგიონში, რაც თითოეული აჭარაში მცხოვრები ოჯახის შემოსავლების ზრდაზე აისახება. აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტი 118,9 % - ით შესრულდა. აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება. ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა. სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის და ეკონომიკური გუნდის წევრები ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)