|
2023-04-04 18:44:26, 916 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, რუსეთი მისი მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის დასაცავად, საპასუხო ზომებს იღებს, აქედან გამომდინარე, რუსეთმა ბელარუსს გადასცა ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტების გამოყენება. "ნატო მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე. ასეთ პირობებში, ვიღებთ საპასუხო ზომებს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დასაცავად. რამდენიმე ბელარუსულ თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ბირთვული იარაღით მიიტანოს იერიში. გარდა ამისა, გადავეცით ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტები გამოიყენონ", - განაცხადა შოიგუმ. ცნობისთვის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი დღეს ოფიციალურად მოაწერა.
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)