02:51 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 20:44:50, 778 ნახვა

მსოფლიო
გრუშკო - თუ ნატო-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს

თუ ნატო-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო პოტენციალს, სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად გააძლიერებს. 

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ NATO-ს სხვა წევრების ძალები და რესურსები ფინეთში განლაგდება, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად". - აღნიშნა გრუშკომ მედიასთან საუბრისას. 

ცნობისთვის, ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics