09:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 16:50:04, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ

უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება, ასე რომ, თუ რუსული ჯარები ტერიტორიას არ დატოვებენ, ისინი განადგურდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ზუსტი თარიღი არ აღნიშნა, თუ როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ სამხედროები ტერიტორიების დეოკუპაციისთვის აქტიურ რეჟიმში ემზადებიან.

"კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ დატოვონ ტერიტორიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდებიან.

მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის და გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics