08:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 16:50:19, 1543 ნახვა

რეგიონი
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქში შემოსასვლელი და მდინარე ლეხურის მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენის გატანა ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო.

კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხეების დარგვის აქციაც გაიმართა.

დასუფთავების აქციასა და ნერგების დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“ს- თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და ხეების დარგვის აქციებს პერმანენტულად ატარებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics