13:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 21:57:42, 1527 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის დასასრულებლად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოსკოვში შეხვდა, რათა განეხილათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ჩინეთის მიერ შედგენილი სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა განხორციელდეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ.

ამასთან დაკავშრებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება, ხელს შეუწყობს რუსეთის დაპყრობის რატიფიკაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics