|
2023-03-20 12:00:57, 1468 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჰააგის სასამართლოს მიმართულებით
სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით,- ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მედვედევის თქმით, ჰააგის სასამართლო „უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა“. "ბატონებო, ყველა დადის ღმერთისა და რაკეტების ქვეშ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი "ონიქსის" მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. ვერავინ ჩამოაგდებს მას. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. შემბრალებელიც არავინ იქნება. ასე რომ, მოსამართლის მოქალაქეებო, ყურადღებით შეხედეთ ცას,- წერს მედვედევი Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასულ კვირას გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)