|
2023-03-20 10:03:51, 1274 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კირბი - რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ
რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ,- ამის შესახებ შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ Fox News-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრების შედეგებს. "ჩინეთი და რუსეთი ორი ქვეყანაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირე ქვეყნებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ",- განაცხადა კირბიმ. გარდა ამისა, ოფიციალურმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ სი ძინპინგი ღიად დაიცავს კომუნიკაციის ხაზებს ჯო ბაიდენთან და შეეცდებამ გაარკვიოს უკრაინის პოზიცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების გზით. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში 20-22 მარტს არის დაგეგმილი. თეთრი სახლი კი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩინეთის მცდელობებს, წარმოადგინოს მათი შეხვედრა, როგორც სამშვიდობო მისია უკრაინის ომისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)