|
2023-03-18 10:23:07, 1614 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰააგის პრეზიდენტი ორდერზე - მონაწილე ქვეყნებს აქვთ ვალდებულება მიიღონ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება
არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც პუტინი უსაფრთხოდ არ იქნება, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება ითანამშრომლოს სასამართლოსთან, აქედან გამომდინარე ისინი ვალდებულები არიან მიიღონ ვლადიმერ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება. „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება", - განაცხადა პიოტრ ჰოფმანსკიმ. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)