|
2023-03-17 23:54:03, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება
ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც რეალური პერსპექტივა იკვეთება. "გვაქვს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ საქმეში, რომელშიც რეალური პერსპექტივაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)