|
2023-03-16 12:16:39, 1385 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებაზე უარი თქვა
მოლდოვამ რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღებაზე უარი თქვა,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. პარლიკოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. მისივე თქმით, დნესტრისპირეთი არასდროს უხდიდა გაზპრომს მიღებული ბუნებრივი აირის საფასურს. "დნესტრისპირეთს აქამდე არასდროს გადაუხდია ბუნებრივი აირის საფასური და არც ახლა იხდის. გაზპრომი მიჩვეულია მისგან ვალებს. თუმცა მოლდოვის სხვა რეგიონებთან მიმართებაში ის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მიმართავს",- განაცხადა პარლიკოვმა. ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის $300 მლნ-იანი კრედიტის წყალობით, მოლდოვამ შეძლო დასავლეთის ქვეყნებისგან მიწოდების უზრუნველყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)