19:55 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-05 14:57:23, 1476 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ამზადებს

რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ამზადებს,მათ შორის საუდის არაბეთთან, ქუვეითთან, ბაჰამის კუნძულებთან, მალაიზიასთან და მექსიკასთან. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა განაცხადა, შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. 

„ჩვენ ვამზადებთ სამთავრობათაშორისო შეთანხმებების პროექტს [რუსეთის] მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რიგ ქვეყნებთან, როგორიცაა ბაჰრეინი, ომანი, საუდის არაბეთი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ჰაიტი, ზამბია, კუვეიტი, მალაიზია, მექსიკა, ტრინიდადი და ტობაგო. შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. 

თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესი არის ორმხრივი და მათი ხელმოწერის ტემპი ჩვენზეც და ჩვენს პარტნიორებზეც თანაბრად არის დამოკიდებული“, - განაცხადა დიპლომატმა.

ივანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 11 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სათათბიროს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics