18:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 23:35:35, 1716 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად 400 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, რომლის საერთო ღირებულება 400 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. 

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის საბრძოლო მასალებს დასხვა სახის დახმარებას.

"იქმადე, სანამ რუსეთის ფედერაცია ომს არ დაასრულებს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და გავაძლიერებთ მის სამხედროებს ბრძოლის ველზე, რათა მას ჰქონდეს ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : 

  • საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS)
  • 155 მმ საარტილერიო ჭურვები
  • 105 მმ საარტილერიო ჭურვები
  • 25 მმ საბრძოლო მასალა
  • აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის
  • სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა სატრანსპორტო საშუალების მოვლისა და შეკეთებისთვის
  • ასაფეთქებლები
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics