|
2023-03-01 09:27:45, 1332 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა გერმანიისგან Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს
უკრაინა გერმანიისგან Skynex-ის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა ისინი სპეციალურად უკრაინისთვის აწარმოა. Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერსის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ეს სისტემები ერთი წლის განმავლობაში უკრაინის არმიას მოემსახურება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ Skynex-ის წარმოების ბრძანება გერმანიის ხელისუფლების მიერ გაიცა. მათი ღირებულება 212 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, პაპერგერმა განაცხადა, რომ გერმანიას შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს ეს სისტემები საკუთარი თავდაცვისთვისაც. Skynex სისტემები გამოიყენება მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვისთვის. მას შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები და საკრუიზო რაკეტები. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ საკმაოდ იაფი საბრძოლო მასალაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)