20:49 - 21 Jul, 2026
|
2023-03-01 09:07:49, 3234 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 32 ადამიანი, ხოლო 85-ზე მეტი დაშავდა
საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევას სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამასთან, როგორც საბერძნეთის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)