|
2023-02-27 14:05:56, 1989 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრა 12:04 საათზე მოხდა და ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო. AFAD-ის პრეზიდენტის, იუნუს სეზერმას განცხადებით, რეგიონში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. "ჩვენი გუნდები მზადყოფნაში არიან 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მოხდა მალათიის პროვინციის იეშილიურტის რაიონში. საველე სკანირების სამუშაოები გრძელდება",- წერს იუნუს სეზერმა Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)