|
2023-02-27 10:25:36, 1464 ნახვა
მსოფლიო
აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის საპასუხოდ, აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სამხედრო მანევრების ჩატარების ადგილად კი, პოლონეთი განიხილება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. პისტორიუსის თქმით, წვრთნები ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ნატო-ს მოკავშირეებისა დ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის "ძალიან მკაფიო" სიგნალი იქნება. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს ბევრად უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე გასული წლის 24 თებერვალამდე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვ. მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვის ვალდებულებებს", - ამბობს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)