|
2023-02-26 15:25:31, 1207 ნახვა
მსოფლიო
„მაშინ, ალბათ, მიგვიღებენ ე.წ. ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში“ - პუტინის განცხადებით, დასავლეთს რუსეთის დაყოფა სურს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთს სურს, დაყოს რუსეთი სხვადასხვა სუბიექტებად და თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა "Россия 1"-ის გადაცემაში „მოსკოვი, კრემლი, პუტინი“ ისაუბრა. პუტინის თქმით, ერთიანი რუსი ხალხის ნაცვლად, დასავლეთ სურს, შექმნას ხალხი "მოსკოვიდან, ურალიდან და ა.შ.“ „მაშინ, ალბათ, მიგვიღებენ ე.წ. ცივილიზებულ ხალხთა ოჯახში, მაგრამ მხოლოდ ცალ-ცალკე, თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის გაყოფის დასავლეთის გეგმები დოკუმენტირებულია. მისივე განცხადებით, თუ მოსკოვი არ ჩაერევა დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში, "რუსეთის ხალხების" ბედი, შესაძლოა, მკვეთრად შეივალოს. „არც კი ვიცი, შეუძლია თუ არა ისეთ ეთნიკურ ჯგუფს, როგორიც არის რუსი ხალხი, გადარჩეს იმ ფორმით, როგორშიც ის დღეს არსებობს“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)