20:50 - 21 Jul, 2026
|
2023-02-25 16:27:04, 1800 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მათივე ცნობით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს არის ყველაზე დიდი მიწისძვრა თურქეთში 1939 წლის შემდეგ, რომლის შედეგადაც 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის მონაცემებით, მიწისძვრამ საცხოვრებელ შენობებს დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, ეროვნულ შემოსავალში ზარალმა 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)