|
2023-02-24 11:23:11, 1982 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - ეს იყო ომის მთელი წელიწადი, რომელიც ჩვენი ცხოვრებიდან მოიპარეს და რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია
ეს იყო ომის მთელი წელიწადი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია,- ასე ეხმაურება უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს. ზელენსკას თქმით, ეს არ იყო ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის, გამძლეობის, დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი. "ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა. ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს. ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში. ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო. ასე რომ, ჩვენ დღეს რაღაც სხვას ვიხსენებთ. არა ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის წელი. გამძლეობის წელი. დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი. კაცობრიობის წელი. უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას. ჩვენი ურღვევობის წელიწადი",- წერს ზელენკა. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)