20:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 16:26:37, 1439 ნახვა

ომი უკრაინაში
ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მიკო სავოლას განცხადებით, უკრაინას ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მხარდაჭერა კვლავ სჭირდება.

"24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას", - განაცხადა სავოლამ.

როგორც Reuters-ი წერს, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ იანვარში თქვა, რომ ფინეთი საბრძოლო ტანკების ევროპულ შემოწირულებაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა ქვეყნის წვლილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოკრძალებული იქნებოდა.

"ფინეთის წილი ტანკებში, რომელიც უკრაინას უნდა გადასცეს, ვერ იქნება დიდად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთის გრძელი საზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ს წევრები და არ შეგვიძლია, საკუთარ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა", - თქვა სავოლამ.

აღსანიშნავია, რომ ფინეთს, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან 1 300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, 200-ზე ნაკლები Leopard 2 აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics