|
2023-02-20 09:26:27, 830 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ჩავა
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABCnews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში შეჭრის წლისთავს უკავშირდება და 22 თებერვლამდე გაგრძელდება. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჯეი დუდასაც შეხვდება. "აუდიენცია გაიმართება ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებთან, რომელშიც, პოლონეთის გარდა, ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შედის",- წერს გამოცემა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ბაიდენის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არ იგეგმება. "ამჟამად, პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის",- განაცხად კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)