|
2023-02-19 18:52:13, 1277 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა, მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონის ბედი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კრემლთან ორმაგ დიპლომატიაში დაადანაშაულა და რუსეთის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გაკიცხა. ზახაროვას თქმით, საფრანგეთის ისტორია ემანუელ მაკრონით არ დაწყებულა და "მოსკოვს ჯერ კიდევ ახსოვს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედი". "საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც დღემდე მთელი სახელმწიფოს მასშტაბით სცემენ პატივს, პარიზის ცენტრშია დასვენებული. საფრანგეთმა და რუსეთმა უნდა გაიგონ", - უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტს ზახაროვამ. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთს სურდა რუსეთის დამარცხება უკრაინაში, მაგრამ არასოდეს სურდა მისი „განადგურება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)