|
2023-02-14 23:45:03, 1193 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კირბი - ამ ეტაპზე არ გვინახავს მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ საჰაერო ობიექტები ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილია
ჩვენ ანალიზის გარეშე ვერ ვიტყვით თუ რა იყო ეს ობიექტები, ამ ეტაპზე არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამი ობიექტი ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 12 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, ეს გასულ კვირაში რიგით მესამე მფრინავი ობიექტი იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საბოლოოდ ვერ ვიტყვით, ნამსხვრევების ანალიზის გარეშე, რა იყო ეს ობიექტები, ამ ეტაპზე არ გვინახავს რაიმე მინიშნება, რაც კონკრეტულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამი ობიექტი ჩინეთის სადაზვერვო პროგრამის ნაწილი იყო, ან რომ ეს ობიექტები გამოიყენებოდა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მიზნით“, - განაცხადა კირბიმ.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)