13:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 13:47:05, 1023 ნახვა

საზოგადოება
შსს უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში რამდენიმე მუშა გარდაიცვალა და დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში რამდენიმე მუშა გარდაიცვალა და დაშავდა.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საინფორმაციო სააგენტო "მთის ამბებში" განთავსებული სტატიის ავტორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, "მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ დაადასტურა ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების გარდაცვალების და დაშავების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას",- წერია უწყების განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics