15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 16:54:41, 730 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო კონტროლის შემდგომ მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

საბაჟო კონტროლის შემდგომ მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 735 კილოგრამი კივი. ტვირთს თანმხლები დოკუმენტაციის შეუსაბამობა გამოუვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტვირთები, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics