03:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-05 14:45:11, 926 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გარდაიცვალა

ყოფილი სამხედრო მმართველი და პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დუბაიში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან ძალაუფლება პაკისტანში 1999 წელს აიღო უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად, მას შემდეგ რაც მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ნავაზ შარიფმა სცადა მისი გადაყენება არმიის მეთაურად.

7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშარაფი გადაურჩა მკვლელობის მინიმუმ სამ მცდელობას. ის ნებაყოფლობით გადადგა იმპიჩმენტის საფრთხის ფონზე და საზღვარგარეთ წავიდა. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობის მცდელობისას დააკავეს.

  მოგვიანებით მუშარაფს დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. პაკისტანიდან წასვლის შემდეგ გენერალი ცხოვრობდა და მკურნალობდა დუბაიში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics