|
2023-01-31 16:04:24, 2033 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები არ მუშაობს
დასავლეთის ქვეყნები არ არიან საკმარისად გაბედულები, რომ აღიარონ ანტირუსული სანქციების რეჟიმის წარუმატებლობა,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ „მტრულ სახელმწიფოებს“ არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა და არ მუშაობს. "მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა. არ მუშაობს. სამრეწველო პროდუქციისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა შეიცვალა ჩვენით, რუსულით, ხოლო დაკარგული - აზიური ბრენდებით. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ, მათი მფლობელები კი არაფერს. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ამერიკელები ფულს დამცირებულ ევროპაში შოულობენ. დამსხვრეული ევროპა იტანჯება და კარგავს ფულს",- წერს მედვედევი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)