04:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 19:39:12, 1484 ნახვა

მსოფლიო
რადიკალმა ისლამისტმა ესპანეთში მღვდელი და 3 მრევლი მოკლა

ესპანეთის პოლიცია იძიებს ტერორისტული თავდასხმის ვერსიას მას შემდეგ, რაც კადისის პროვინციაში, ქალაქ ალგესირასში მდებარე ეკლესიებზე მაჩეტეს თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციისთვის აქამდე უცნობი 25 წლის მაროკოელი იასინ კანჯაა იყო. ის შემთხვევისთანავე დააკავეს.
წინა საღამოს, ქალაქის ცენტრში, სან ისიდროს ეკლესიაში შევიდა მამაკაცი და მრევლს კამათი დაუწყო და უთხრა, რომ ისლამი უნდა მიჰყოლოდნენ.

მოგვიანებით მან დატოვა ეკლესია, მაგრამ მაჩეტეთ დაბრუნდა და თავს დაესხა მღვდელს, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაშავდა.

ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, თავდამსხმელი პირველიდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარე ლა პალმას ეკლესიაში წავიდა, სადაც ჩხუბი მოაწყო და თავს დაესხა 74 წლის სასულიერო პირს. ის ქუჩაში გაიქცა, მაგრამ თავდამსხმელმა დაიჭირა და სასიკვდილოდ დაჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics