08:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 09:08:32, 1512 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას - ბაიდენი Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის  მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო სამხედრო დახმარებას რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად.

"უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას", - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს რამშტეინის საავიაციო ბაზაზე  შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას, ხოლო დისკუსიები გრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics