12:00 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 10:05:49, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს.

როგორც გაეროს უფლებათა ოფიში აცხადებენ, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაცია ზოგიერთ ადგილას, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, დაგვიანებულია და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.

"დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაფიქსირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევების უმეტესობა მოხდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

"ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლის (დონეცკის ოლქი), იზიუმს (ხარკოვის ოლქი), ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის (ლუგანსკის ოლქი) დასახლებებს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან დაშავების უამრავი შემთხვევა",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, როგორც გაერო-ში აცხადებენ, დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით,  მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics