14:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 09:06:51, 1668 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი სოლედარის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა სოლედარს მიღწევად წარმოადგენს ერთი მიზნით - რუსეთის მოქალაქეებმა, ვინც აგრესიას ემხრობა, შემდგომ მობილიზაციას მხარი დაუჭირონ.

„ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური.

ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics