|
2022-12-29 11:51:37, 861 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის გამგებელმა 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ისნის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მან მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. „2022 წლის განმავლობაში ისნის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, ისანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 70 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; ჯამში, ასფალტის ძველი საფარი ახლით 80 მისამართზე შეიცვალა. გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე დასრულდა; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 11 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. რაიონს 31 მრავალფუნქციური სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა. ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედანი და ახალი გზა ერთდროულად მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე 5 000 კვ.მ-ზეა განთავსებული. 6 300 კვ.მ-ზე კი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 332 540 ლარი შეადგინა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 180 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 9 ნაგებობას ჩაუტარდა, რეაბილიტირდა 51 ბრტყელი და ქანობიანი სახურავი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე, მოეწყო ლიფტი 32 მისამართზე და 16 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც ჩაატარა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)