|
2022-12-27 10:18:39, 1660 ნახვა
მსოფლიო
ლავროვმა უკრაინას 4 ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას 4 ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს მოსკოვის წინადადებები "ახალ ტერიტორიებთან" დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი სამხედროები იმოქმედებენ. ლავროვის აღნიშნული განცხადება რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა. ლავროვის თქმით, კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვაშინგტონზე, რომელსაც შეუძლია "ეს უშედეგო წინააღმდეგობა" შეაჩეროს. "მტერმა კარგად იცის ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციონალიზაციის შესახებ და იქიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შესახებ, მათ შორის ჩვენი ახალი ტერიტორიების ჩათვლით. დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ - შეასრულოს ისინი, სანამ გვიან არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის არმია საქმეს თავის ხელში აიღებს. კონფლიქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ბურთი ახლა ვაშინგტონისა და მისი რეჟიმის მოედანზეა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შეაჩერონ ეს უშედეგო წინააღმდეგობა", - ამბობს ლავროვი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 ანექსირებული რეგიონის - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთისთვის მიერთებას ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)