|
2022-12-26 09:07:07, 1656 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, ცხოვრება გაგვირთულოს - ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, მიმდინარე წლის დანაკარგები უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პროპაგანდისტების ზეიმით აანაზღაუროს. „ამ წლის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება ეს დრო ჩააბნელოს და გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ის ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების აჟიოტაჟით ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით. მზად იყავით სხვების დასახმარებლად. როცა უკრაინელები ერთად არიან, როცა უკრაინელები ერთმანეთის მადლიერები არიან, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს - ყველა სამხედროს, საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, მეზენიტეებს, მზვერავებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს, ტერიტორიულ თავდაცვას, საზღვაო ძალებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და მეზღვაურს, ყველა სერჟანტსა და ათისთავს, ყველა ოფიცერსა და გენერალს, ვისაც ფრონტი უჭირავს და ცდილობს მის გადაადგილებას ჩვენს საზღვრამდე, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არემონტებს და აწვდის აღჭურვილობას. ყველას, ვინც მოხალისეა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ექიმს და ყველას, ვინც ბრძოლის ველზე დაჭრილებს მკურნალობს. მადლობა ყველა მედდას, ვინც თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში თავდაუზოგავად აკეთებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა მივიდა ხერსონში დასახმარებლად, შობის დღესასწაულზე ტერაქტის დროს დაჭრილების გადასარჩენად", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)