|
2022-12-24 22:53:29, 1159 ნახვა
საზოგადოება
არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკური - მშვიდობის მაცნედ ყოფნა თითოეული ჩვენგანის მისიაა
ვატიკანის ელჩი, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური ქრისტიანების ნაწილს შობის დღესასწაულს ულოცავს. „მოგესალმებით სამოციქულო ადმინისტრაციიდან, პაპის სახლიდან. იმედისა და კეთილი სურვილების, იმედისა და კეთილგანწყობის ამ პერიოდში, მსურს, მოგესალმოთ და გისურვოთ კურთხეული შობა და ბედნიერი ახალი წელი! ცოტა ხნის წინ წმინდა მამამ მოგვწერა და გვკითხა, როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, გავხდეთ მშვიდობის მაცნეები ამ პერიოდში, როცა მსოფლიოში არ არის მშვიდობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობის მაცნედ ყოფნა თითოეული ჩვენგანის მისიაა ოჯახებსა და საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყნებსა და მსოფლიოში, რათა უფლის ღვთაებრივმა შუქმა გაანათოს ჩვენი სამყარო. დაე, მან მართლად გაიაროს ღრუბლებში და სამყაროს მშვიდობითა და ღვთაებრივი კურთხევით ეამბოროს. მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვყვებით, მადლობას გიხდით სამოციქულო ნუნციატურის მხადრაჭერისა და მეგობრობისთვის. გახსოვდეთ, რომ ჩემს ლოცვებში გიხსენიებთ“, – აღნიშნულია მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)