|
2022-12-24 22:43:43, 1102 ნახვა
საზოგადოება
ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში
ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს. „ლუთერული ეკლესიის ტრადიციების თანახმად, ქრისტეშობის დღესასწაულს რამდენიმე დღე აღვნიშნავთ. ჩვენ წირვა დღეს რამდენიმე ენაზე – ქართულად, გერმანულად და რუსულად ჩავატარეთ. ვისაუბრეთ რწმენაზე და ხაზი გავუსვით ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობას“, – განაცხადა როლფ სბარაისმა. საზეიმო ლიტურგიას საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი ოჯახთან ერთად დაესწრო. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქრისტეშობის დღესასწაულს ყველანი ერთად აღვნიშნავთ. მინდა, რომ ბედნიერება გისურვოთ და ყველას მოგილოცოთ ქრისტეშობის დღესასწაული“, – განაცხადა ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა. საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. იგი საქართველოში 1000-მდე წევრს ითვლის და ექვს სამრევლოს აერთიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)