00:21 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 11:09:16, 1238 ნახვა

საზოგადოება
სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.

"სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.

ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics