|
2022-12-23 19:44:10, 1598 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლის წინ, სააკაშვილის მომხრეების აქცია გაიმართა
ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. ზურაბიშვილმა არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ. მისივე თქმით, დაიწყო უწყვეტი პროტესტი, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ მისი ფუნქციები და უთხრან, რომ კიდევ აქვს შანსი, არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე და საქართველოს ისტორიაში შევიდეს როგორც დადებითი პერსონა. "ზურაბიშვილმა არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი...ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ, რომ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს როგორც დადებითი პერსონა და არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი" - განაცხადა მუმლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)