|
2022-12-23 09:31:45, 1279 ნახვა
საზოგადოება
დავით კირკიტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავამდყოფოში გადაიყვანეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. დეპუტატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტიდან გუშინ, გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" ენმ-ში განუცხადეს, კირკიტაძე შიმშილობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს. "წნევის მაჩვენებელი ჰქონდა ძალიან რთული და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანის. გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალსში". შიმშილობის გაგრძელებას, ალბათ, ვერ შეძლებს", - აცხადებენ პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილეებს მოგვიანებით დეპუტატი თემურ ჯანაშიაც შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)