01:24 - 26 Jul, 2026
|
2022-12-22 09:05:18, 1519 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე წუხელ სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ და სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 45 წლის მიხეილ თევდორაძე რამდენიმე დღის წინ, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპა. მასთან ერთად, დაიღუპა სერგო ქართველიშვილიც, რომლის გადმოსვენებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბახმუტიდან ამ დრომდე ვერ გამოასვენეს ასევე 5 ქართველი მებრძოლი, რომლებიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში 3 დეკემბერს დაიღუპნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)