|
2022-12-21 14:51:17, 1026 ნახვა
საზოგადოება
„საახალწლო სოფელში“ კონცერტები 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება
23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“. საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას. საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)