|
2022-12-21 11:08:44, 1045 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა
ბათუმში, დილის საათებში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერის, სალომე ქარქაძეს ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებმა გამოიწვია. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია და ზარალის ოდენობა უცნობია. "შიგნით ვერ შევდივართ. რვის ნახევარზე მომივიდა ინფორმაცია, როკ იყო ცეცხლი, მოვედით და დაგვხვდა ეს სურათი. თანხა საცავში იყო და დამწვარი არ არის, მაგრამ რა დაზიანდა ვერ გეტყვით, ვერ შევდივარ, სწრაფად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. სავარაუდოდ, სადენებს გაუჩნდა",- განაცხადა ბანკის მენეჯერმა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)