08:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 10:17:07, 1599 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი და თეთრი სახლი ადასტურებენ უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ეწვევა ვაშინგტონს. თეთრი სახლის ცნობით, სიტყვით მიმართავს აშშ-ს კონგრესს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ეს არის ზელენსკის პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ ომის ათი თვის განმავლობაში.

ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმაც დაადასტურა.

"გავემგზავრე შეერთებულ შტატებში უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას. მე ასევე ვისაუბრებ კონგრესში და გავმართავ უამრავ ორმხრივ შეხვედრებს", - წერს ზელენსკი. Twitter-ზე.

დღეს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გამართავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics