|
2022-12-20 23:10:38, 1802 ნახვა
საზოგადოება
თალიბანის მთავრობამ შეაჩერა საუნივერსიტეტო განათლება ავღანეთში ყველა ქალი სტუდენტისთვის
თალიბანის მთავრობამ შეაჩერა საუნივერსიტეტო განათლება ავღანეთში ყველა ქალი სტუდენტისთვის, რაც უკანასკნელი ნაბიჯია ავღანელი ქალების უფლებებისა და თავისუფლებების სასტიკი შებოჭვისას, გადაწყვეტილება თალიბანის მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის უმაღლესი განათლების სამინისტრომ ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები აპროტესტებდნენ დახურვას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში, მათი კამპანია სკოლებში გაკვეთილებზე დასწრების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა საერთაშორისო ზეწოლა თალიბანზე, რათა დაუშვან გოგონები სკოლაში. „ყველას გაცნობებთ, დაუყოვნებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება ქალთა სწავლის შეჩერების შესახებ შემდგომ მითითებამდე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისადმი გავრცელებულ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)