02:32 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:27:25, 1033 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას იუსტიციის სახლში გაივლიან

იუსტიციის სახლსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

იუსტიციის სახლი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კარიერა იუსტიციის სახლში სწორედ სტაჟირებით დაიწყონ.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლობჯანიძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ზაზა რუხაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა.

ლაშა ლობჯანიძემ ახალგაზრდებს იუსტიციის სახლის მოქმედი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics