|
2022-12-19 09:41:49, 1076 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ვოქსის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულიი იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათზე მეტი ეკიპაჟი. მაშველებმა ბოლო სართულამდე შეძლეს ასვლა და ათვალიერებენ ბინებს, რომ ცეცხლის ნაპერწკალს არ შეეღწია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება. „დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)