|
2022-12-16 10:19:02, 982 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნადირაძე - ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას
ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნადირაძემ „იმედი LIVE“-ში საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში შეყვანის დღიდან ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და ექიმებმა წინასწარი დიაგნოზიც დადეს. "შემოსვლის წამიდან, შემოიყვანეს თუ არა ეს პაციენტი, დაიწყო უწყვეტ რეჟიმში კამპანია. ჩვენ 10 დღეში დავდეთ ყველაფერი, წინასწარი დიაგნოზებიც და მუდმივი აპელირება, რომ დიაგნოზები არ აქვთ, სიცრუეა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები. ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ. ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე და ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას. ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმი, ექსპერტი, ადვოკატი, მომხრეები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი ეს ამხელა მანქანა მომართულია ჩვენ წინააღმდეგ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ, არ გამოგივათ",- ამბობს ნინო ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)